სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გამოიცა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ მეორე ნომერი

29 დეკემბერი, 2021

გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ მეორე ნომერი.

ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და მასში გამოცემულ თოთოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI). ჟურნალი ორენოვანია და გამოიცემა წელიწადში ორჯერ.


ჟურნალის მეორე გამოცემაში შესულია შემდეგი ნაშრომები:

  • თამარ ავალიანი - გამოხატვის თავისუფლება vs. სასამართლოს ავტორიტეტი აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და მისი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე
  • ნათია ჯინიუზაშვილი - რამდენად არეგულირებს სამოქალაქო დრონების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ევროკავშირის სამართლებრივი ნორმები პირადი სფეროს ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს?
  • სესილი ქადარია - რეაბილიტაციის პროცესის გახსნის თავისებურებები ქართული და იაპონური სამართლის ჭრილში
  • ლარისა დოლიკაშვილი - საქართველოში სოციალური ტურიზის განვითარების მნიშვნელობა
  • ნინო ცხოვრებაშვილი - პერსონალური მონაცემების ეკონომიკური და სოციალური გაცვლა და მათი დაცვის რისკი
  • მადონა კეკელია, ელისო კერესელიძე, ინა შანავა - კოვიდპანდემია და სტუდენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა
  • ნათია არჩვაძე - შიშის ფსიქო-სოციალური ფაქტორების შეფასება
  • ქეთევან ნიჟარაძე - ყოველდღიური ინფორმაციის გავრცელების მეთოდები და ინსტრუმენტები ანტიკურ სამყაროში - აგორადან Acta diurna-მდე

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1885/

 

Message body empty