სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს რექტორის საბჭოს 2021 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

31 დეკემბერი, 2021

დღეს, SEU-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა რექტორის საბჭოს 2021 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, ფაკულტეტის დეკანები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებმა და დეპარტამენტების/სამსახურების უფროსებმა თანამშრომლების წინაშე წარმოადგინეს ანგარიში 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე/გეგმებზე.

რექტორის საბჭომ დადებითად შეაფასა 2021 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და პოზიტიური ცვლილებები.