სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიის ბრაგანცას უნივერსიტეტში

03 მაისი, 2022

ცხადდება მიღება გაცვლით პროგრამაზე ბრაგანცას უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრისთვის.

სასწავლო პროცესი 2022 წლის  სექტემბრიდან  2023 წლის თებრვლამდე გაგრძელდება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 15.05.2022.

SEU-სა და ბრაგანცას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან მასპინძელ უნივერსიტეტში.

გთხოვთ იხილოთ მათი ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი:

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • ელექტრონული აპლიკაცია;
  • პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2);
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილი.

შერჩევის პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე:

მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მეილზე: Exchange@seu.edu.ge

ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია, რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1 ან 2  სემესტრი გაატარონ ბრაგანცაში.