სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ  საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციას - ”SEU ISOC S-2022” უმასპინძლა

15 ივნისი, 2022

15 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციას - ”SEU ISOC S-2022” უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც SEU-ს, ასევე სხვა ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა.

კონფერენცია გახსნა ანა ფირცხალაშვილმა - SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ კონფერენციაში ”SEU ISOC S-2022” მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სტუდენტმა, რომლებმაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო მოხსენებები.

მოხსენებათა აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.

აღსანიშნავია, რომ SEU ტრადიციულად მასპინძლობს სტუდენტურ კონფერენციებს და მხარს უჭერს აქტუალური საკითხების აკადემიურ სივრცეში  განხილვას.

Message body empty