სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა SEU-ში

05 აგვისტო, 2022

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge  რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე  წლის 22 აგვისტოდან 7 სექტემბრის 18:00 საათამდე.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე(ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები;

ჩარიცხვის შემდეგ: 

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

სწავლის საფასური:

  • საბაკალავრო პროგრამებზე - 2990 ლარი
  • მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან პროგრამაზე -  4990 ლარი

სწავლის საფასური სამაგისტრო პროგრამებზე: 

  • კლინიკური ფსიქოლოგია 2990 ლარი 
  • სამართალი - 2770 ლარი 
  • ადამიანური რესურსების მართვა - 2490 ლარი 
  • სოციალური ფსიქოლოგია - 2250 ლარი 
  • განათლების ადმინისტრირება - 2250 ლარი 
  • საბანკო საქმე - 2250 ლარი