სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ შვეიცარიაში მასპინძლობის ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე, მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტ EHL - ის წარმომადგენლები

03 ნოემბერი, 2022

1, 2, 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ შვეიცარიაში მასპინძლობის ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე, მსოფლიო რეიტინგების ლიდერი უნივერსიტეტ EHL - ის ოფიციალური წარმომადგენლები, საკონსულტაციო მომსახურების დირექტორი ბ-ნ პიერრე ვერბეკე და საკონსულტაციო მომსახურების ექსპერტი ბ-ნ ერიკ დებეტაზი.

აღსანიშნავია, რომ EHL-ის მასპინძლობის ბიზნეს სკოლა მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის იკავებს პირველ ადგილს ბოლო 4 წლის განმავლობაში QS World University Rankings-ის თანახმად.

EHL, 1893 წლიდან, ახორციელებს პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის მრავალფეროვან საგანმანათლებლო კურსებს შვეიცარიასა და სინგაპურში არსებულ სამი უნივერსიტეტისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებული საპარტნიორო ქსელის მეშვეობით.

დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: https://www.ehl.edu/en/about-ehl/

სამომავლო თანამშრომლობა ითვალისწინებს შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას SEU-ს ბაზაზე პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს SEU-ს, გახდეს ლიდერი უნივერსიტეტი სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით, როგორც ქვეყნის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

Message body empty