სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

10 ნოემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ბუქარესტის ეკონომიკის მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Bucharest University Of Economic Studies  https://www.ase.ro/index_en.asp ) გაზაფხულის სემესტრისთვის. სასწავლო პროცესი 2023 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე  გაგრძელდება.

Erasmus + პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის, სამართლის პროგრამისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის  მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.

ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ვინც უკვე დაასრულა პირველი სემესტრი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 20.11.2022

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილი
  • CV Europass ფორმატი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:                                                        

[email protected]

ბუქარესტის ეკონომიკის მეცნიერებათა უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია რუმინეთში, რომელიც  1913 წელს დაარსდა. ის დაახლოებით 23 000 სტუდენტს აერთიანებს 13 ფაკულტეტის ფარგლებში და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში.

ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამები ხელმისაწდომია ბმულზე:

https://international.ase.ro/21/index.php/erasmus-incoming-students/

Message body empty