17-18 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU- ს ტრენინგ ცენტრის და SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საქართველოში DRG დაფინანსების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელი და აქტუალური გახდა საქართველოში მოქმედი DRG დაფინანსების მოდელის ინსტრუმენტების, უპირატესობების და გამოწვევების სისტემური გააზრება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად და ეფექტიანად.
ორი დღის განმავლობაში, სტაციონარული დაწესებულებების კლინიკის მენეჯერებმა, სამედიცინო მომსახურების მიწოდება-ანგარიშგებასთან დაკავშირებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა, ასევე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა სასიამოვნო გარემოში მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების მართვის სრულყოფის მიმართულებით.
ტრენინგს გაუძღვა დოქტორანტი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - საყოველთაო ჯანდაცვისა და DRG ექსპერტი, ჯეო ჰოსპიტალსის საოპერაციო დირექტორი.
ტრენინგის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
აღნიშნული ფორმატის ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 21-22 იანვარს და თემატიკაში ასევე გათვალისწინებული იქნება ახალი წლიდან ამოქმედებული სიახლეები.
უნივერსიტეტი
სეუ-ს შესახებ
სტრუქტურა
პარტნიორები
ვაკანსიები
ანონსები
სიახლეები
დოკუმენტაცია
საერთაშორისო ურთიერთობები
სწავლა
ჩარიცხვა
სასწავლო პროცესი
ფინანსური პოლიტიკა
აკადემიური კალენდარი
ფაკულტეტები
პირველკურსელთა გზამკვლევი
სწავლის საფასური
ბიბლიოთეკა
საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
კვლევა
სტრატეგია და მიზნები
მართვა
ინსტიტუციური კვლევითი ფონდი (IRF)
ღონისძიებები და კონფერენციები
კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები
გამოცემები
აკადემიური კეთილსინდისიერება
სასარგებლო ინფორმაცია
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი
სტუდენტური ცხოვრება
SEU სპორტი
ხელოვნება და კულტურა
სტუდენტური თვითმმართველობა
კურსდამთავრებულთა კლუბი
კარიერული სერვისები
კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური
როგორ ვიპოვოთ სასურველი სამუშაო
რჩევა CV - რეზიუმეს შესადგენად
გზამკვლევი საუკეთესო სამოტივაციო წერილისთვის
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის
იხილეთ CV ფორმა
კურსდამთავრებულთა კლუბი
პარტნიორები