სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

„საქართველოში DRG დაფინანსების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“

24 იანვარი, 2023

21-22 დეკემბერს, SEU - ს ტრენინგ ცენტრის და SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საქართველოში DRG დაფინანსების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“.

1 ნოემბრიდან ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელი და აქტუალური გახდა საქართველოში მოქმედი DRG დაფინანსების მოდელის ინსტრუმენტების, უპირატესობების და გამოწვევების სისტემური გააზრება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად და ეფექტიანად.

ორი დღის განმავლობაში, სტაციონარული დაწესებულებების კლინიკის მენეჯერებმა, სამედიცინო მომსახურების მიწოდება-ანგარიშგებასთან დაკავშირებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა, სასიამოვნო გარემოში მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების მართვის სრულყოფის მიმართულებით.

ტრენინგს გაუძღვა დოქტორანტი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - საყოველთაო ჯანდაცვისა და DRG ექსპერტი, ჯეო ჰოსპიტალსის საოპერაციო დირექტორი.

ტრენინგის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ტრენინგის მონაწილეთა და კლინიკური ქსელების რაოდენობა.

ამ ფორმატით უკვე ასამდე სპეციალისტი გადამზადდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

Message body empty