სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ქალთა სახეები პირველ ქართულ კონსტიტუციაში“

22 თებერვალი, 2023

21 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში პირველი ქართული კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა სახეები პირველ ქართულ კონსტიტუციაში“.

ლექციის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა ეტაპებზე,  რომელიც საქართველომ გაიარა კონსტიტუციის მიღებამდე და ქართველ ქალებზე, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოში.  სპიკერმა ასევე, ისაუბრა იმ 5 ქალზე რომლებიც იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები.

ლექციის სპიკერი იყო: ანა ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

Message body empty