სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ინფორმაცია შიდა მობილობასთან დაკავშირებით!

27 თებერვალი, 2023

სტუდენტებს, ვისაც გსურთ ისარგებლოთ შიდა მობილობით და გადახვიდეთ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე (ერთი საფეხურის ფარგლებში), 2023 წლის 20 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით  უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული განცხადება emis.seu.edu.ge-დან: ელ. კანცელარია > ახალი განცხადების შექმნა > აირჩიე შიდა მობილობა.

განცხადების განხილვა მოხდება გამოგზავნიდან 5 დღის ვადაში. აღიარებული კრედიტის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას ინდივიდუალურად და თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მობილობის შედეგები აისახება სასწავლო პროცესის ელექტრონულ ბაზაში.

თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, რათა აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში შეძლოთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანი, ლექტორი, დღე და საათი უმჯობესია უმოკლეს ვადებში გამოაგზავნოთ შიდა მობილობისათვის საჭირო განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty