სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საკრუიზო ტურიზმი და კარიერა ზღვაში“

15 მარტი, 2023

15 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საკრუიზო ტურიზმი და კარიერა ზღვაში“.

საჯარო ლექციის სპიკერი იყო საკრუიზო ტურიზმის სპეციალისტი,  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებული მარიკა ვალნერი.

სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით, ესენია:

  • საკრუიზო ლაინერებზე დასაქმება და დამსაქმებლების ვებ-საიტები;
  • საკრუიზო მოგზაურობა - როგორ იმოგზაურონ კრუიზებზე შეღავათიანად;
  • საკრუიზო ლაინერებზე დაგეგმილი ვიზიტები ჯგუფთან ერთად;
  • მეწარმეობა საკრუიზო ტურიზმში სოციალური მედიის საშუალებით.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.





Message body empty