სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

EHL მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, თანამშრომლობას იწყებს SEU-სთან საბაკალავრო, სამაგისტრო, პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელების მიზნით

04 მაისი, 2023

EHL მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, თანამშრომლობას იწყებს SEU-სთან საბაკალავრო, სამაგისტრო, პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელების მიზნით.

1, 2, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ შვეიცარიაში მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროს, QS-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ლიდერი უნივერსიტეტის EHL - ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს საბაკალავრო, სამაგისტრო, პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების საკითხები ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში.

EHL-ის განათლებისა და მასპინძლობის სფეროს კონსულტანტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და გამოთქვეს მზაობა აქტიურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

თავიანთ შეფასებაში მათ ხაზგასმით აღინიშნეს, რომ „შიდა და გარე პერსპექტივების მიხედვით, SEU არის კარგად დამკვიდრებული და კარგი რეპუტაციის მქონე დაწესებულება, რომელმაც აჩვენა მოწინავე პრაქტიკები, პროცესები და პროცედურები, რომლებიც ძალიან კარგად შეესაბამება EHL-ის ხარისხობრივ კრიტერიუმებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ SEU არის ძალიან კარგი კანდიდატი იმისათვის, რომ გახდეს EHL-ის სერტიფიცირებული სკოლების ქსელის წარმომადგენელი.“

EHL-ის მხარდაჭერით, SEU მის ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს მიაწვდის ხარისხიან განათლებას, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რამაც განაპირობა EHL-ის მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია 1893 წლიდან.

SEU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ მასპინძლობის ინდუსტრიის მრავალი შესაძლებლობა და გამოწვევა, ამავდროულად, გაეცნონ ინოვაციურ აზროვნებასა და თანამედროვე მიდგომებს. ➡ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3VyElk3 

Message body empty