სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - სა და რუსთავის N16 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

04 მაისი, 2023

3 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - სა და სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის #16 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პერსონალის სამეცნიერო/კვლევით აქტივობებს, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე სტუდენტების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას.

მემორანდუმის გაფორმებას ასევე ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ღონისძიების შემდეგ  SEU - ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე: „შემოქმედებითობა - თანდაყოლილი ნიჭი თუ დასწავლადი უნარი“.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი

Message body empty