სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან

12 მაისი, 2023

SEU - ში, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის და ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან.

USAID მედია პროგრამის დაფინანსებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ SEU - ს სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ USAID პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებასა და მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობით და კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.

USAID მედია პროგრამის ფარგლებში, SEU-ში ასევე დაგეგმილია მეორე შეხვედრა - იმიტირებული სხდომის გამართვა: ეთიკის პრინციპების დარღვევის შესახებ შემოტანილი განცხადების რეალური განხილვა.

Message body empty