სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მეორე კონგრესი გაიმართა

05 ივნისი, 2024

SEU-ს მედიცინის ფაკულტეტი განაგრძობს საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს უახლესი მიდგომებისა და გაიდლაინების გაზიარებას სამედიცინო სფეროში.

31 მაისს-1 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მეორე კონგრესი გაიმართა. 

კონგრესზე მოწვეული იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან, რომლებმაც ჩაატარეს საინტერესო მოხსენებები და ვორკშოპები დარგში არსებული ინოვაციების შესახებ. ახალგაზრდა ქართველმა ექიმებმა პირველად მოაწყვეს პოსტერ პრეზენტაცია და წარადგინეს სამეცნიერო ნაშრომები.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქართველი სპეციალისტები და SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.

Message body empty