არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სეუ-სა და კომპანია „ჰირო“-ს შორის

03 დეკემბერი, 2019

3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და კომპანია ჰირო-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება შესაბამისი სასწავლო და კვლევითი პროგრამების, სხვადასხვა სასწავლო კურსების, სემინარების და სხვა აკადემიური, საგანმანათლებლო ღონისძიებების მიმართულებით, ასევე პრაქტიკის შესაძლებლობა სეუ-ს სტუდენტებისთვის.

“ჰირო“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს და გვთავაზობს ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მარტივად და ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთს დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს.

სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, თანამშრომლობის ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ პორტალის უნიკალური ფუნქციონალებით, გაეცნოთ კორპორაციების ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებს, ფრილანსერების ვაკანსიებს, ტრენინგებს,  საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა.

ასევე, განათავსოთ თქვენი რეზიუმე „ჰირო“-ს პორტალზე, ან შეავსოთ ფორმა ონლაინ, მისცეთ პოტენციურ დამსაქმებელს შესაძლებლობა, მარტივად მოგძებნოთ და ამით გაზარდოთ თქვენი დასაქმების შანსი.