არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელთან

30 იანვარი, 2020

2020 წლის 30 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს ესტუმრა.

შეხვედრას სეუ-ს რექტორი გია კავთელიშვილი, ვიცე-რექტორი გიორგი ცხვედიანი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.

სტუმარმა აუდიტორიას წარუდგინა ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია, ისაუბრა ფუნდამეტური და გამოყენებითი კვლევების მნიშვნელობაზე, მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებზე, რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, წარმოდგენილ სამეცნიერო კვლევების შეფასების სისტემასა და სამომავლო გეგმებზე. ზვიად გაბისონიამ აუდიტორის შეკითხვებს უპასუხა, გაეცნო მათ მოსაზრებებსა და საქმიან წინადადებებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სეუ-ს ახალი კამპუსი დაათვალიერა.