პორტუგალიის უნივერსიტეტი სეუსთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს მიღებას სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე
ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança, PIB) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სეუს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1 სემესტრი გაატარონ ბრაგანცაში და იქაური გამოცდილება მიიღონ.
სეუს სტუდენტებისთვის ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტში სწავლა უფასოა.
2020-2021 შემოდგომის სემესტრისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა 22/05/2020.
მეტი ინფორმაციის მისაღებად, ასევე იმ სტუდენტებთან დასაკავშირებლათ ვინც უკვე ისარგებლა ამ გაცვლითი პროგრამით, მიმართეთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს [email protected]