სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი SEU-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტოს შორის

06 აგვისტო, 2020

6 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტოსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას” მიიღებენ.

მემორანდუმს ხელი მოაწერა SEU-ს რექტორმა, ბატონმა გია კავთელიშვილმა. გაითვალისწინეთ, რომ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს, SEU-ში ჩაბარებისას, თავდაცვის სამინისტრო სწავლის საფასურის 50%-ს დაუფინანსებს.

შეთანხმება სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს, მათი თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებად ჩამოყალიბებას და იმ გამოწვევების დაძლევაში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც არსებობს სამხედრო საქმის პოპულარიზებისა და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციების, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიების, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

Message body empty