სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ეტაპს!

14 სექტემბერი, 2020

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მაგისტრატურის სტუდენტებს;
  • კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და არ არის გასული 2 (ორი) წელი;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა:
მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 და მეტი);
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის განაცხადზე ხელმოწერა.

თანხმობის შესახებ განაცხადი:

  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველები მიმდინარე წლის 28 სექტემბრის ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურში და ხელი მოაწეროთ თანხმობის განაცხადს.
  • სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვინც ერთხელ უკვე ისარგებლა ამ პროგრამით.

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ:

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2197755

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური (+995 32) 2 90 00 00 (27)

Message body empty