არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ონლაინ სასერტიფიკატო კურსს ფინანსურ მონაცემთა ანალიზი excel-ში!

02 ნოემბერი, 2020

SEU-ს ტრენინგ ცენტრი იწყებს მსმენელთა მიღებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკულ  online სასერტიფიკატო კურსზე

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები და საგადასახადო კოდექსი ყველა ძირითად პრაქტიკულ ასპექტში.  გააცნოს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და მასთან მუშაობა. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა.

 კურსი განკუთვნილია:

  • მეწარმე პირთათვის;
  • კომპანიის მენეჯერებისთვის;
  • საბუღალტრო სფეროში დასაქმების მსურველი პირებისთვის;
  • დამწყები ბუღალტრებისთვის;
  • საგადასახადო დაბეგვრის  და ძირითადი პრინციპებით დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც  შეძენილი აქვთ ზოგადი ცოდნა ფინანსური აღრიცხვის სფეროში; 

კურსის თემატიკა,  როგორც თეორიულისე პრაქტიკულ ჭრილში განიხილება და მოიცავს:

  • პრეტესტი
  • შესავალი გადასახადებში, ძირითადი ცნებები და განმარტებები, მოქმედი გადასახადების კლასიფიკაცია
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადები
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადების გადახდის წყაროსთან დაკავების წესი

  • გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის განხილვა:
  • არარეზიდენტის წყაროსთან დაბეგვრის თავისებურებები (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინება)
  • საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო, მცირე, ფიქსირებული)
  • მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი
  • მოგების და საშემოსავლო გადასახადების წლიური დაბეგვრის პრინციპების ზოგადი მიმოხილვა
  • მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის განხილვა

  • დამატებული ღირებულების გადასახადი:
  • დამატებული ღირებულების გადასახადის მოქმედების მექანიზმი
  • დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია
  • დღგ-ს დაბეგვრის ობიექტი
  • დღგ-ს ჩათვლა (გარდა ძირითადი საშუალებებისა)
  • დღგ-ს ჩათვლა ძირითად საშუალებებზე
  • არარეზიდენტის უკუდაბეგვრის დღგ
  • დღგ-ს დეკლარაციის განხილვა
  • აქციზის მიმოხილვა
  • იმპორტის გადასახადის მიმოხილვა
  • საბაჟო რეჟიმების დაბეგვრის ასპექტების განხილვა

  • ქონების გადასახადი
  • საწარმოთა ქონების გადასახადი (გარდა მიწისა)
  • მიწის ქონების გადასახადი და ფიზიკური პირის ქონების გადასახადი
  •  პრეტესტის განხილვა და საკონტროლო კითხვები
  • ფინალური ტესტირება 

კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებს, ტრენერი:

ლაშა ღვინიანიძე- ბუღალტული და საგადასახადო საქმის პრაქტიკული კურსის ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში 2004 წლიდან ( საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, კავკასიის აკადემიური ცენტრი, გაუ). ფინანსური და სააღრიცხვო საქმის მოქმედი ხელმძღვანელი. ინდივიდუალური პრაქტიკის კონსულტანტი აღრიცხვვის და აუდიტის საკითხებში.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • საგადასახადო სისტემისა და დაბეგვრის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსთან და დაბეგვრის მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებთან მუშაობას
  • არსებული გადასახადების შესახებ ცოდნის გაღრმავებას

  • კურსი დაიწყება  16 ნოემბერს!
  • კურსის განმავლობაში, მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
  •  სწავლის საფასური: 370 ლარი
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა SEU-ს ტრენინგ ცენტრის სერტიფიკატი.
  • კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი
  • სალექციო დღეები: ორშაბათი, პარასკევი
  • ლექციის დრო: 19:00- 21:30 სთ.
  • რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:  https://bit.ly/37IRGM5
  • სეუს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს  20%-იანი ფასდაკლება!
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.