სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამართლის სტუდენტების საყურადღებოდ 

23 დეკემბერი, 2020

გერმანიის ვურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი შესაძლებლობას გაძლევთ გაიღრმავოთ ცოდნა ევროპის სამართალში და გთავაზობთ ზაფხულის სკოლაში მონაწილეობას პროფესორ ეკჰარდ პახეს ხელძღვანელობით. ვორქშოპების ციკლი, რომელიც ზუმის პლატფორმით ჩატარდება საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად დაესწროთ ლექციებსა და სემინარებს ევროპული სამართლის შესახებ, და  გაიღრმავოთ ცოდნა  ევროპული სამართლის მიმართულებით ისეთ დარგებში როგორიცაა: ევროპული საკონსტიტუციო სამართალი, ევროპის სასამართლო სისტემა, ძირითადი უფლებების დაცვა ევროკავშირში, ევროპის ერთიანი ბაზარი, ევროპული კონკურენციის კანონი და სხვა.

სრულად ზაფხულის სკოლის შესახებ იხილეთ ბმულზე

ყველა მონაწილეს გადაეცემა 2 კრედიტი (ECTS). 

ზაფხულის სკოლა ჩატარდება 20-24 სექტემბერს ზუმის პლატფორმით ინგლისურ ენაზე

ზაფხულის სკოლის საფასური შეადგენს 142.70 ევროს (SEU-ს სტუდენტები გათავისუფლებული არიან ამ საფასურის გადახდისაგან)

პირველი 50 აპლიკანტი მიიღებს 200 ევრო სტიპენდიას ჩარიცხვისა და ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის შემდეგ.

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი

აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

გთხოვთ შემდეგი საბუთები 31 იანვრამდე ელექტრონულ ფორმატში გააგზავნოთ შემდეგ ელ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენი გვარი

  1. შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა.

სააპლკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე

  1. პასპორტის ასლი
  2. სკოლის ატესტატი
  3. უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი ცნობა
  4. CV ინგლისურ ან გერმანულ ენაზე
  5. ბანკის ანგარიში საერთაშორისო გადმორიცხვის მისაღებად (იმ შემთხვევაში თუ დაგიმტკიცდათ სტიპენდია) 

სააპლიკაციო პროცესში დასახმარებლად მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty