არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

28 დეკემბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი დასაკავებლად სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით. 

საკონკურსო ვაკანსიები:

  1. ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია აკადემიური ნიშნით;
  2. ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია პროფესიული ნიშნით; 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით. 

საკონკურსო კრიტერიუმები: 

1. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

1.1. აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა. არანაკლებ 3 სასწავლო კურსში  

ან 1.2.  პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე ;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა არანაკლებ 3 სასწავლო კურსში .

2. ასისტენტ­ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1.  აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი  ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა არანაკლებ 3  სასწავლო კურსში . 

ან 2.2. პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3  წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე ;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სფეროს სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა არანაკლებ 3 სასწავლო კურსში . 

დამატებითი კრიტერიუმები:

  1. დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  2. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  3. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  4. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  5. ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების გაძღოლის კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით.
  2. კონკურსანტის ანკეტა.
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  4. საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ
  5. დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  6. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით  

კონკურსის ეტაპები:

  1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა კონკურსანტების დაუსწრებლად
  2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება  

კონკურსის პირობები:

  1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. 

კონკურსანტების შერჩევის პირობები: 

  • პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;
  • მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით;
  • შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება. 

კონკურსის ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის  28  დეკემბრიდან
  2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 იანვრიდან   2021 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.
  3. კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2021 წლის 8-11 თებერვალს.
  4. კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2021 წლის 15-19 თებერვალს გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ .
  5. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 20 თებერვალს.
  6. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის 22 თებერვლის  ჩათვლით.
  7. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2021 წლის 23 თებერვალს.
  8. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 24 თებერვალს. 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

დანართი 1 დანართი 2