სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასრულდა კურსდამთავრებულთა კლუბის ბორდის განახლება

18 თებერვალი, 2021

16-17 თებერვალს SEU- კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურმა და კურსდამთავრებულთა კლუბმა ჩაატარა გასაუბრება მე-2 ეტაპზე გადასულ აპლიკანტებთან.

გასაუბრებას ესწრებოდნენ SEU- კურსდამთავრებულთა კლუბის თავმჯდომარე გიორგი თედორაშვილი და SEU- კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. გასაუბრების შედეგად შეირჩნენ ახალი კანდიდატები, რომლებიც შეუერთდებიან SEU- კურსდამთავრებულთა კლუბს და ერთად იზრუნებენ კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერებაზე და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.

სეუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბის მიზნებია:

  •  კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერება;
  •  კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  •  განვითარებაზე ორიენტირებული კონსულტაციების განხორციელება;
  •  მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.
Message body empty