სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვიზიტი SEU-ში

18 მარტი, 2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში SEU 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდა, რაც გულისხმობს სწავლებას როგორც სასწავლო აუდიტორიებში, ასევე, დისტანციურად. სტუდენტებსა და ლექტორებს ჰქონდათ საშუალება, თავად აერჩიათ, რომელი მოდელით სურდათ აკადემიური სემესტრის გაგრძელება.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, SEU-ში სასწავლო პროცესი ყველა წესის სრული დაცვით მიმდინარეობს. სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნივერსიტეტში შემოსვლამდე გადიან თერმოსკრინინგს, აუდიტორიებში იცავენ დისტანციას, ლექცია-სემინარებს ესწრებიან პირბადის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები 50 წუთში ერთხელ მიმდინარეობს.