სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი თემაზე - „ტელეწამყვანის გამოწვევები“

27 მარტი, 2021

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ონლაინ კვირეულის "თანამედროვე მედია" ფარგლებში უმასპინძლა მეოთხე ლექციას სახელწოდებით „ტელეწამყვანის გამოწვევები“.

ვებინარის სპიკერი გახლდათ მაგდა საბაშვილი - SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, მოქმედი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი.

სპიკერმა, მაგდა საბაშვილმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კამერასთან მუშაობის სპეციფიკა, უცხოური ჟურნალისტიკის მაგალითები, განიხილა ტელეწამყვანის როლი და სხვადასხვა ქართულ ტელევიზიებთან საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება.

სპიკერმა რეკომენდაციები და რჩევები მისცა ჟურნალისტის პროფესიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს და პროგრამის სტუდენტებს.

Message body empty