სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

საგრანტო პროექტების მომზადების პრაქტიკული უნარები

განრიგი

დაწყების თარიღი:

31 მარტი, 2021

ტრეინინგის პერიოდულობა:

14,15,20 აპრილი, 14:00-18:00

დამთავრების თარიღი:

06 აპრილი, 2021

მიმოხილვა

სეუ-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ სამ დღიან ტრეინინგს: “საგრანტო პროექტების მომზადების პრაქტიკული უნარები”

ტრენინგი მიზნად ისახავს საგრანტო განაცხადის წერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც წარმოადგენს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს.
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ საგრანტო განაცხადის მომზადება, საპროექტო განაცხადის სტრუქტურა, წერის სტილი, გამართული ბიუჯეტის შედგენა და პროექტისათვის აუცილებელი სხვა კომპონენტები, კვლევის ეთიკური ასპექტები, პროცედურები, პროექტის თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.

ტრენინგის თითოეული სესია (დღე) გაგრძელდება 4 (ოთხი) საათის განმავლობაში და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ამ კურსის დასრულების შედეგად, მონაწილეები უკეთესად შეძლებენ წარმატებული სამეცნიერო კვლევითი საპროექტო განაცხადის შედგენას და წარდგენას დაფინანსების მოსაპოვებლად.

ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ირინე სახალაშვილი.

ირინე სახელაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ფლობს სს სიცოცხლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (ნეირომეცნიერება) (Summa cum Laude). სადოქტორო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში (იტალია). მას აქვს როგორც პრაქტიკოსი ექიმი-ნევროლოგის, ასევე, აკადემიური საქმიანობისა და ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენერობის საერთაშორისო კურსები როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. არის საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების თანაავტორი. თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან პროექტების დაგეგმვის, მენეჯმენტისა და კოორდინაციის მიმართულებით

ტრენინგი ჩატარდება 14,15,20 აპრილს.

ღირებულება: 290ლ

SEU-ს პერსონალისთვის მონაწილეობა უფასოა

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები

სალექციო საათები: 14:00- 18:00

საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

• წარმატებული საპროექტო წინადადების მნიშვნელოვანი ელემენტები ანუ ინოვაციის დემონსტრირება;
• პროექტის შესაბამისობა დაფინანსების წყაროს მოთხოვნებთან;
• რჩევები/სავარჯიშოები წინადადების 3 ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე: პროექტის დასაბუთება; პროექტის სიცოცხლისუნარიანობა / მდგრადობა და პროექტის აქტივები.
• კონცენტრირება პროცესზე: ინსტრუმენტები და პროცედურები პროექტის შემუშავების დროს;
• პროექტის სიცოცხლის ციკლი და მართვა;
• პროექტის შეფასება და მონიტორინგი;
• პროექტის ბიუჯეტი;
• კვლევითი პროექტის ეთიკური საკითხები: ეთიკის კომიტეტები;
• კვლევები ადამიანებზე, ცხოველებსა და ბიოლოგიურ ნიმუშებზე;
• სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები: მსგავსება და განსხვავებები;
• დაფინანსების მოპოვების შემდგომი ეტაპები: საგრანტო ხელშეკრულება, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები და სხვა აქტუალური საკითხები

ტრენინგის ღირებულება

290 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty