სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

სეუ-ს ტრენინგ ცენტრი გთვაზობთ ახალ სასერთიფიკატო კურსს „HR ბიზნეს პარტნიორი“

განრიგი

დაწყების თარიღი:

17 მაისი, 2021

ტრეინინგის პერიოდულობა:

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 19:00- 21:00 სთ.

დამთავრების თარიღი:

18 ივნისი, 2021

მიმოხილვა

სასერტიფიკატო კურსის „HR ბიზნეს პარტნიორი“, მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის/კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრაქტიკას, HR პროცესების მართვას, პოლიტიკის შემუშავებას და ადამიანური რესურსების მართვის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას. კომპანიაში HR-ის, როგორც ბიზნეს პარტნიორის როლს და მნიშვნელობას.

კურსი ჩატარდება online და კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის.

კურსი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, HR სპეცილაისტებისთვის, მოქმედი HR მენეჯერებისთვის, ასევე, ნებისმიერი მიმართულების მენეჯერებისთვის, რომელსაც სურს უფრო მეტი გაიგოს ამ მიმართულებით. 


კურსი  ჩატარდება 17 მაისიდან - 18 ივნისამდე!

  • კურსი მოიცავს 15 შეხვედრას.
  • კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. სასერტიფიკატო კურსის განმავლობაში თეორიულ ნაწილთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული მსმენელები.
  • კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებენ პროფესიონალი, პრაქტიკოსი ტრენერები, რომელთაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.

ნატალია სარალიძე - TBC ბანკის სწავლებისა და განვითარების ლიდი/ბიზნეს პარტნიორი.

  • 2006 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. 2010 წლიდან TBC ბანკი - კადრების შერჩევის სამსახურის უფროსი, 2017 წლიდან HR ბიზნეს პარტნიორი,  2019 წლიდან  TBC  ბანკის სწავლების და განვითარების ლიდი და ბიზნეს პარტნიორი.
  • CIPD-ის სერტიფიცირებული ადმინისტრაციული რესურსების მიმართულებით, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (თსუ) და მენეჯმენტის მაგისტრი Warsaw Management University.

ხატია გიორგობიანი - კომპანია ბილაინის ორგანიზაციული განვითარების ლიდი.

  • 2000 წლიდან დღემდე ჩართულია საგანმანათლებლო, ადამიანური რესურსების  მართვის და საკონსულტაციო სფეროში.  2010 წლიდან დასაქმებულია კომპანია  ბილაინში ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიაში  მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ პროექტებში, როგორიც არის შეფასების სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა განვითარების პროექტები, ორგანიზაციული განვითარების პროექტები, თანამშრომელთა ჩართულობის პროექტები. აქვს ტრენინგების ჩატარების 10 წლიანი გამოცდილება.

ანა ტაბიძე -HR ჯენერალისტი , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

  • აქვს 7 წლიანი გამოცდილება  ადამიანური რესურსების მართვის, ხოლო  5 წლიანი გამოცდილება ადამიანური კაპიტალის შერჩევის მიმართულებით. 2017 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო კომისიის წევრი, 2019 წლიდან HR და ორგანიზაციური მართვის კონსულტანტი.

სოფო სოლოღაშვილი - სნეპ ფიტნესის ქსელის დირექტორი. სნეპის აკადემიის პროექტების მენეჯერი.
 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა   სერტიფიკატი.         

  • კურსის ხანგრძლივობა1 თვე, 28 საათი

სწავლა დაიწყება 17 მაისს!

  • სეუს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს20%-იანი ფასდაკლება!
  • ერთი ორგანიზაციდან ორი ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
  • ელ-ფოსტა: info@seu.edu.ge
  • ტელ: 032 2 90 00 00; 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

  • HR-ის როლი თანამედროვე კორპორაციებში
  • HR სტრატეგიული პარტნიორი თუ მხარდამჭერი რგოლი
  • HR როგორც ბიზნეს პარტნიორი
  • ბიზნეს პარტნიორის გავლენა ორგანიზაციის წარმატებაზე
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და სტრუქტურის სახეები
  • ორგანიზაციის HR სტრატეგიის ფორმირება
  • რეკრუტმენტი
  • Pre-boarding- 3 stages of an onboarding program
  • Onboarding - ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესი
  • ადამიანური კაპიტალის განვითარების სისტემები
  • სწავლა - განვითარება
  • შრომის კოდექსში შესული ცვლილებები და შრომით სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების სპეციფიკა
  • შრომითი დავების გადაწყვეტის გზები და წარმატებული მაგალითები
  • თანამშრომელთა მოტივაცია - მოტივაციის ფორმები და მეთოდები
  • სახელფასო/ბაზრის კვლევა
  • საქმიანობის ეფექტიანობის მართვა - Performance Management
  • მიზნების დასახვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება, შეფასების სისტემები
  • ორგანიზაციული კვლევები
  • ბრენდინგი
  • HR-ის ციფრული ტრანსფორმაცია, პროცესების ავტომატიზაცია
  • კომპანიის მენეჯერის გავლენა ორგანიზაციულ კულტურაზე, პერსონალის დაწინაურებასა და მოტივაციაზე (რეალური მაგალითების საფუძველზე, გამოცდილებას გაგიზიარებთ სნეპ ფიტნესის ქსელის დირექტორი).
  • კრიზისების მართვა პანდემიის პერიოდში და დამსაქმებლის როლი
  • დისტანციურად მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • საკომუნიკაციო სატრატეგია და კომუნიკაციის ფორმები პანდემიის დროს
  • პანდემიის შემდგომ პერიოდში HR პროცესების მართვის რეალური მაგალითები
  • შეჯამება

ტრენინგის ღირებულება

680 ლარი

რეგისტრაცია