სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

სასერტიფიკატო კურსი „მეტყველება, საჯარო გამოსვლის ტექნიკა”

განრიგი

დაწყების თარიღი:

31 მაისი, 2021

ტრეინინგის პერიოდულობა:

ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 18:30 სთ-დან 21:30 სთ-მდე.

დამთავრების თარიღი:

09 ივნისი, 2021

მიმოხილვა

სეუ-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს „მეტყველება, საჯარო გამოსვლის ტექნიკა”.

პრაქტიკული კურსის მიზანია მსმენელებს გამოუმუშავოს საჯარო გამოსვლის უნარები, მეტყველების, სხეულის ენის, ვიზუალისა და იმიჯის კუთხით, გააცნოს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის წესები და ტექნიკა. გადასცეს ის ცონდა, რომელიც მთავარია პრეზენტაციის მსვლელობისას, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. კურსის მიზანია, ასევე, ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების გამომუშავება და მოდიფიკაცია სამუშაოს უფრო ეფექტურად შესასრულებლად.

სასერტიფიკატო კურსის განმავლობაში მსმენელები დაეუფლებიან სამეტყველო აპარატის და სუნთქვის ვარჯიშებს, ენის გასატეხებს, განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომელშიც აქტიურად იქნებიან თავად ჩართულები.

ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც უწევს საჯაროდ გამოსვლა, მედიასთან ურთიერთობა, პრეზენტაციის წარდეგნა და ოფიციალური შეხვედრები.

იმისათვის რომ, ადამიანმა სწორად იმეტყველოს აუცილებელია გამართული სამეტყველო აპარატი, რომელიც მოიცავს ენას, ბაგეებს, ყბებსა და თანკბილვას, ასევე, მან  სწორად უნდა ისუნთქოს დიაფრაგმით და ისაუბროს დაბალი რეგისტრის ხმით.

ყველა ბგერის წარმოთქმას აქვს თავისი ადგილი სამეტყველო აპარატში, შესაბამისად, არსებობს ენის, ბაგეებისა და ყბის ვარჯიშები.

გამართულად გადმოცემული ნათქვამის პარალელურად მნიშვნელოვანია ემოცია, ქვეტექსტი, ლოგიკული მახვილი, დინამიური საუბარი და ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება სწორი მიმიკები, ჟესტები, ჟესტიკულაცია ანუ არავერბალური კომუნიკაცია, სხეულის ენა. ასევე, შევეხებით ვიზუალს, რომელიც მოიცავს ჩაცმულობას, ვიზაჟსა და ვარცხნილობას. ვისაუბრებთ იმიჯზეც.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ/გაეცნობიან: საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების სხვადასხვა ტიპის აუდიტორიის წინაშე ჩატარების ტექნიკას, დახვეწავენ მეტყველებას, დაეუფლებიან სხეულის ენას, მათ ექნებათ შეძენილი უნარები ოფიციალური შეხვედრების სწორად წარმართვაში, კომენტარისა და ინტერვიუს ჩაწერაში, ბრიფინგებისა და კონფერენციების ჩატარებაში.

სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
  • ელ-ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 032 2 90 00 00 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

ტრენერები

თამარ სტეფანიშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის, მეტყველების და კომუნიკაციების სპეციალისტი

ტრენინგის ღირებულება

770 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty