სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

სოციალური მედია მარკეტინგი

განრიგი

დაწყების თარიღი:

01 ივნისი, 2021

ტრეინინგის პერიოდულობა:

სამშაბათი, შაბათი 19:00- 21:00 სთ

დამთავრების თარიღი:

06 ივლისი, 2021

მიმოხილვა

სეუ ტრენინგ ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე სოციალური მედია მარკეტინგი.

სოციალური მედია  დღეს ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო სფეროა. სოციალური მედია მარკეტინგი გვეხმარება  ბრენდის  შექმნაში და პოტენციურ მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციაში.დღევანდელ რეალობაში, სოციალური მედია მარკეტინგის სპეციალისტი, ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა.

კურსი განკუთვნილია:

  • ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთათვის;
  • საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის;
  • ვისაც სურს გახდეს სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი;
  • ნებისმიერი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის;

კურსის გავლის წინაპირობას არ წარმოადგენს მარკეტინგის მიმართულებით რაიმეს ცოდნა .


კურსის მიზანი:

  • მსმენელებს მისცეს ცოდნა სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით;
  • შეასწავლოს სხვადასხვა სოციალური მედია არხების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის;
  • ასწავლოს, რეკლამის ეფექტური დაგეგმვა და მათი გამოყენება სოციალური არხების მეშვეობით;
     

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. ლექციების განმავლობაში მსმენელებს ექნებათ შესასრულებელი  პრაქტიკული დავალებები და კურსის დასრულების შემდეგ ექნებთ მოსამზადებელი ფინალური პროექტი.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:

  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვას, მიზნების განსაზღვრას და მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
  • სოციალური მედია არხების აუდიტორიის განსაზღვრას, შექმნას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას;
  • სოციალურ მედიაში კამპანიისგან მიღებული შედეგების გაანალიზებას, მათი წარმატებულობის განსაზღვრას და რეპოპრტინგის მომზადებას;
  • ციფრული რეკლამის განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტებთან მუშაობას (Facebook, Instagram);
  • გუგლის სერვისებთან მუშაობას;
  • ბრიფის და რეპორტინგის მომზადებას;

ტრენერები:

ლიკა მოშიაშვილი - სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მარკეტინგის პროექტების მენეჯერი. ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიების - ჯეოლაბი და უნილაბი, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან ატარებს ლექციებს უნივერისტეტებსა და სასწავლო ცენტრებში. კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით. 

ქეთევან შავაძე - ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიის - უნილაბი მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდის წევრი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სტუდენტი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა   სერტიფიკატი.         

კურსის ხანგრძლოვობა : 5 კვირა, 11 შეხვედრა,

სალექციო დღეები: სამშაბათი, შაბათი 19:00- 21:00 სთ.

სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს20%-იანი ფასდაკლება!


საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
  • ელ-ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 032 2 90 00 00 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

  1. სოციალური მედია პლათფორმები - მათი შექმნა და ეფექტური მართვა;
  2. სოციალური მედია არხები - Facebook, Instagram კონტენტის სახეობები , ახალი სოციალური მედია პლათფორმები და მათი უპირატესობები (TikTok, Printerest, Clubhouse, Tumblr);
  3. ქოფირაითინგი, იდეების გენერირება Blue Ocean;
  4. სამიზნე აუდიტორიის მოძიების ინსტრუმენტები, Case Studies - წარმატებული კამპანიები;
  5. ბრიფი;
  6. ვიზუალური ამბის თხრობა - ონლაინ ისნტრუმენტები (Canva.com, Visme.com), ლოგოს გენერირება (Looka.com, Freelogodesign.org ), რეფერენსების მოძიება (Behanse.net, Printerest.com)
  7. ციფრული რეკლამა - რა არის Facebook Ads Manager? როგორ შევქმნათ და გაუშვათ ციფრული კამპანიები ? Facebook რეკლამის ტიპები;
  8. ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა;
  9. სოციალური მედიის მართვა და მენეჯმენტი;
  10. სტრატეგია;
  11. ფინალური პროექტი;

ტრენერები

ტრენინგის ღირებულება

530 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty