სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი

განრიგი

დაწყების თარიღი:

04 ოქტომბერი, 2022

ტრეინინგის პერიოდულობა:

სამშაბათი, პარასკევი 19:00- 22:00 სთ

დამთავრების თარიღი:

11 ნოემბერი, 2022

მიმოხილვა

ინტერიერის დიზაინის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ  დიზაინერებს, სტუდენტებს, დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირებს, შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის საბაზისო და აუცილებელი უნარები, რაც დაეხმარებათ პროფესიული კუთხით, შემდგომი განვითარებისათვის.

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა დიზაინ სტუდიაში, დაესწრებიან სამშენებლო პროცესს, გაეცნობიან სამუშაოს დეტალებს, რაც დაეხმარებათ კურსის განმავლობაში მიღებული  ცოდნა  გამოიყენონ პრაქტიკაში.

კურსს გაუძღვება THE WALL design studio-ს დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი რუსუდან თუმანიშვილი.

კურსის დასრულების შემდეგ   ორი საუკეთესო პროექტის ავტორი გაივლის სტაჟირებას დიზაინ სტუდიაში.

ყველა მეცადინეობა  მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელები ჯგუფებად ან ინდივიდუალურად  შეძლებენ  თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ  ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვას და  სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებას.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა   სერტიფიკატი.        

  • სწავლის საფასური: 1180 ლარი
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა
  • სალექციო დღეები: სამშაბათი, პარასკევი 19:00- 22:00 სთ.
  • სწავლა იწყება 4 ოქტომბერს!
  • კურსის გასავლელად გადადით სარეგისტრაციო ბმულზე: https://bit.ly/2w9YyVw და გადმოაგზავნეთ თქვენი CV (mail: [email protected]).
  • მონაწილეების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

SEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს  20%-იანი ფასდაკლება!

სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებზე მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება!

30 სექტემბრის ჩათვლით, სწავლის საფასურის, სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%იანი ფასდაკლება. ასევე შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად გადახდა!


საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო

ელ-ფოსტა: [email protected]

ტელ: 032 2 90 00 00 555 29 63 28

საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

თემატიკა

კურსის თემატიკა:

  • სივრცის კონცეფცია;
  • ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტები;
  • არქიკადის საფუძვლები, არქიკადში ტექნიკური ნახაზის შექმნა;
  • ინტერიერში გამოსაყენებელი მასალების შერჩევის პროცესი და მათი დეტალურად მიმოხილვა;
  • კომერციული და საჯარო სივრცის დაგეგმარება;
  • არქიკადში მოდელირება და კონცეფციის შემუშავება;
  • ფერების ფსიქოლოგია და მათი გამოყენება ინტერიერში;
  • განათება;
  • ტექსტილი და ავეჯის დეტალები ინტერიერში;
  • მასალებისა და ავეჯის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების გაცნობა;
  • ინტერიერის, შოურუმის და საგამოფენო ინსტალაციები;
  • გასვლითი, პრაქტიკული ლექცია დიზაინ სტუდიებში და ობიქტებზე;
  • MOODBOARD შექმნა კონკრეტული ინტერიერისთვის Photoshop-ში;
  • ინტერიერის პროექტისთვის  პრეზენტაციის მომზადების წესები და დამკვეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • 3ds max ძირითადი საფუძველბი, მოდელირება, მოდიფკატორები;
  • 3ds max -ში პოლიგონების და ტექსტურების ახსნა ინტერიერში გამოსაყენებლად;
  • პრაქტიკა სხვადასხვა დიზაინ სტუდიებში;
  • ფინალური პროექტის პრეზენტაცია.

ტრენინგის ღირებულება

1180 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty