სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტრენინგ ცენტრი

საქართველოში DRG დაფინანსების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები

განრიგი

დაწყების თარიღი:

21 იანვარი, 2023

ტრეინინგის პერიოდულობა:

დამთავრების თარიღი:

22 იანვარი, 2023

მიმოხილვა

ტრენინგის პროგრამა შექმნილია სტაციონარული დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების მართვის სრულყოფის მიზნით. იგი მოიცავს საკითხებს, რომლებიც აქტუალურია ზემოაღნიშნულ პროგრამაში ჩართული საექიმო პერსონალისთვის და კლინიკების ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიების შესაბამისი პროფილის მუშაკებისთვის.

ტრენერი:

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - დოქტორანტი, საყოველთაო ჯანდაცვისა და DRG ექსპერტი; ჯეო ჰოსპიტალსის საოპერაციო დირექტორი.


ტრენინგის დასწრების შემდეგ თქვენ მიიღებთ:

სიღრმისეულ ცოდნას დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების პირობებში, საქართველოში მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევების ადმინისტრირების პროცესის შესახებ. ასევე, ტრენინგზე განხილული თემების მართებული შესრულებისათვის გამზადებულ ფაილებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შედეგზე ორიენტირებული სწავლების გავლის სერტიფიკატი  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტრენინგ ცენტრისგან.

ტრენინგზე დასწრებისათვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ: https://bit.ly/3VrZknB

ტრენინგის ღირებულებაა 390 ლარი 1 მონაწილისთვის, ორგანიზაციიდან ჯგუფის წარმოდგენის შემთხვევაში - 350 ლარი თითოეული მონაწილისთვის.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 555 29 63 28

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16.01.2023

მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე. ტრენინგში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 30.

მონაწილეობისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და 16.01.2023-მდე ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL

შერჩეულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით 17.01.2023.

ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, 21 – 22 იანვარი, (შაბათ/კვირას) მისამართი წინანდლის ქუჩა 9, 300 არაგველის მეტროსთან.

განრიგი: 

  • 11:00 – 14:00 საათი
  • 14:00 – 15:00  - შესვენება 
  • 15:00 – 17:00 საათი 

თემატიკა

ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • DRG დაფინანსების სისტემის მოკლე მიმოხილვა;
  • DRG დაფინანსებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში იმპლემენტაციის პერსპექტივები/შესაძლებლობები;
  • Nordic DRG (საქართველოში ამოქმედებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების მოდელის ჩარჩო/საფუძველი) ლოგიკის ძირითადი მახასიათებლები;
  • დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები;
  • კლინიკური კოდირების ძირითადი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის გზები;
  • DRG დაფინანსების ფარგლებში ხარჯებისა და ხარისხის კონტროლის მეთოდების გამოყენება სამედიცინო დაწესებულებებში/საავადმყოფოებში;
  • კოდირების ხარისხის და შემთხვევების ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიმზაცია.

ტენინგის ფორმატი: მინი-ლექციები, პრეზენტაცია, სიტუაციური ანალიზი (case-study), სავარჯიშოები (ინდივიდუალური და ჯგუფური), დისკუსია. 

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელი ამოქმედდა, დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

იხილეთ ვიდეო

ტრენინგის ღირებულება

390 ლარი

რეგისტრაცია
Message body empty