არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მედიცინა

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 08 აპრილი, 2019
ბოლო ვადა 15 მაისი, 2019

საბუთების შემოტანის ვადა: 08/05/2019-15/05/2019 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე  მედიცინის ინგლისურენოვან  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:


მედიცინის
 თეორიული დისციპლინები 

1.1. პროფესორი – 1  ვაკანსია;

1.2. ასოცირებული პროფესორი  -  3  ვაკანსია;

1.3. ასისტენტ-პროფესორი  – 3   ვაკანსია;
 

სამედიცინო კლინიკური დისციპლინები 

1.4. პროფესორი – 1 ვაკანსია;

1.5. ასოცირებული პროფესორი  -  4   ვაკანსია;

1.6. ასისტენტ-პროფესორი  – 4   ვაკანსია;


2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 

2.1.პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3)  შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;

4). უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);

5) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხედვა და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

6) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
 

2.1.2. პროფესიული ნიშნით:

1). საზღვარგარეთ  (აშშ ან ევროპის ქვეყნებში) მიღებული დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2). საზღვარგარეთ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;

3). საქართველოში ან/და საზღვარგარეთ შესაბამის დარგში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების  გამოცდილება;

4).  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

5). სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

6). უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);

7). შესაბამისი დარგის პროგრამის განხორციელების ხედვა და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

8). ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
 

2.2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 

2.2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

3). უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);

3)  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

4) შესაბამისი სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

5) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
 

2.2.2. პროფესიული ნიშნით: 

1)  დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ-ერთი შემდეგი ნიშნით:

ა) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სამედიცინო სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაბამისობაში უნდა იყოს შეთავაზებული სასწავლო კურსების შინაარსთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით;

გ) საზღვარგარეთ  (აშშ და ევროპის ქვეყნებში) პრაქტიკული ან სამეცნიერო-კვლევითი ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

2). უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);

3)  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

4)  შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა.

5) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
 

2.3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.3.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის აკადემიური ხარისხით ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით;

2)  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3). უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა.

4) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.
 

2.3.2. პროფესიული ნიშნით:

1) დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება – არანაკლებ  5 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც დაკავშირებულია მედიცინის დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (შეთავაზებული სასწავლო კურსების შესაბამისი მიმართულებით);

2)  შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა.

4) ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

 დამატებითი კრიტერიუმები:

1) შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

2) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;

3) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

4) მედიცინის ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების განხორციელების გამოცდილება.
 

3. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება);

2. ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია – კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

5. კლინიკური დისციპლინებისთვის - შესაბამისი კლინიკური პრაქტიკის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
 

4. დამატებით:

4.1. პროფესორის თანამდებობისთვის:

4.1.1.. საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა);

4.1.2.. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი);

4.2. ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობებისთვის:

4.2.1.. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი);
 

5. კონკურსანტის ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:

5.1.  საერთაშორისო სერტიფიკატის – Cambridge FCE, IELTS 5 და მეტი, TOEFL iBT 87-109,

PTE General Level 3, PTE Academic 59-75, Trinity ISE II – წარმოდგენით;

5.2.  აკრედიტებულ ინგლისურენოვან პროგრამაში სასწავლო კურსის ხელმძღვანელობის ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით;

5.3.  კონკურსის ფარგლებში საუნივერსიტეტო გამოცდის გავლით.

6. კონკურსის ეტაპები:

6.1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

6.2. ტესტირება ინგლისურ ენაში კომპეტენციის დასადასტურებლად (ჩაუტარდება იმ კონკურსანტებს რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან შესაბამისი დონის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს);

6.3. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება)
 

7. კონკურსის პირობები

7.1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

7.2. კონკურსანტების შერჩევა განხორციელდება:

პირველ ეტაპზე – ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით

მეორე ეტაპზე – ენობრივი კომპეტენციის დადასტურებით – იმ კონკურსანტებისთვის რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციას ან შესაბამისი დონის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

მესამე ეტაპზე – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, დამატებით კრიტერიუმებთანაც შესაბამისობის შეფასებით.

7.3. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

7.4. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


კონკურსის ვადები:

1.კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის   აპრილიდან.
2.აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 8 მაისიდან   2019 წლის 15 მაისის ჩათვლით.
3.კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2019 წლის 16-17 მაისს.
4.კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება ინგლისურ ენაში – ჩატარდება - 2019 წლის 20 მაისს.
5.კონკურსის მესამე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2019 წლის 21-29 მაისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
6.კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2019 წლის 30 მაისს.
7.სააპელაციო განაცხადები მიიღება 2019 წლის 31 მაისის  ჩათვლით.
8.სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2019 წლის 3 ივნისს.
9.კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 4 ივნისს.
 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

კონკურსანტის ანკეტა

სილაბუსის ჩარჩო ფორმა

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი