სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 07 ივლისი, 2021
ბოლო ვადა 23 აგვისტო, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საკონკურსო ვაკანსიები:

ჟურნალისტიკის მიმართულებით:

  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია;

ფსიქოლოგიის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ნიშნით შესაბამისობა ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

საკონკურსო კრიტერიუმები:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია :
    • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა)
    • ინფორმაცია სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად)
    • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი.
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება)
     

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.
     

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

  • პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;
  • მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით;

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის  7 ივლისიდან
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16-23 აგვისტოს ჩათვლით.
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2021 წლის 24-27 აგვისტოს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2021 წლის 1-8 სექტემბერს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 9 სექტემბერს;
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის  10 სექტემბრის  ჩათვლით;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2021 წლის 13 სექტემბერს; 
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 14 სექტემბერს;
     

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: [email protected]    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21.

საკონკურსო განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა

Message body empty