სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი - კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 06 ივნისი, 2022
ბოლო ვადა 07 ივლისი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგი მიმართულებებით: დაპროგრამირება; მანქანური  სწავლება; კომპიუტერული გრაფიკა; კიბერ უსაფრთხოება.
 

საკონკურსო ვაკანსიები:

  • პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე  მოთხოვნილი (აკადემიური / პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით: 

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
    საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
     

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);

ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად);

ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;

  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

 

კონკურსის ეტაპები: 

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები: 

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEUს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს სურვილის შემთხვევაში გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

 

კონკურსანტების შერჩევის პირობები: 

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 6 ივნისს;
  • აკადემიური თნამდებობების დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს: 2022 წლის 7 – 14 ივლისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 15 – 18 ივლისი;
  • კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 19 - 20 ივლისი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 21 ივლისი
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 22 ივლისის ჩათვლით;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 25 ივლისი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 26 ივლისი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი 7-14 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]

ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

საკონკურსო ანკეტასაკონკურსო განცხადების ფორმა

Message body empty