დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
01 ივლისი, 2022
ბოლო ვადა
10 აგვისტო, 2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (შემდგომში - სეუ), აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ვაკანტური თანამდებობები:
სწავლის სფერო - ფსიქოლოგია:
- პროფესორი აკადემიური ნიშნით – 2 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 2 ვაკანსია.
სწავლის სფერო - სოციალური ფსიქოლოგია:
- პროფესორი აკადემიური ნიშნით – 1 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი აკადემიური ნიშნით – 2 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი პროფესიული ნიშნით – 1 ვაკანსია;
სწავლის სფერო - კლინიკური ფსიქოლოგია:
- პროფესორი აკადემიური ნიშნით – 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი აკადემიური ნიშნით – 1 ვაკანსია.
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები:
- ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 4 ვაკანსია;
- ასისტენტ-პროფესორი პროფესიული ნიშნით – 1 ვაკანსია.
სწავლის სფერო - ჟურნალისტიკა:
- პროფესორი აკადემიური ნიშნით – 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 3 ვაკანსია.
პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური / პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/ პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.
დამატებითი კრიტერიუმები:
- შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- უცხო ენების ცოდნა;
- ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
- საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (იხ. დანართი);
- კონკურსანტის ანკეტა (იხ. დანართი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის/შრომის წიგნაკის ასლის წარმოდგენა, ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად)
- ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- სილაბუს(ებ)ი;
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ და უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
- დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კონკურსის პირობები:
- საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადებში;
- კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სეუ-ს მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის;
- კონკურსის პირობაა - შერჩეულმა კანდიდატებმა უნივერსიტეტთან გააფორმონ აფილირების შეთანხმება.
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.
კონკურსანტების შერჩევის პირობები:
- პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
- მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 1 ივლისს;
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს: 2022 წლის 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა: 2022 წლის11-12 აგვისტო;
- კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის15-16 აგვისტო (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში);
- კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 18 აგვისტო;
- სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის19 აგვისტოს ჩათვლით;
- სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 22 აგვისტო;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 23 აგვისტო.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (სათაურის ველში უნდა მიუთითოთ სწავლის სფერო და საკონკურსო ვაკანსია/აკადემიური თანამდებობა) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702
საკონტაქტო ტელეფონი: 2 90 00 00 / შიდა - 21
განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტააკადემიური კონკურსის ჩატარებისა და აკადემიური თანამდებობების დაკავების წესიაკადემიური პერსონალის აფილირების წესი