სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 სექტემბერი, 2022
ბოლო ვადა 14 ნოემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგი მიმართულებებით:

საკონკურსო ვაკანსიები:

მიმართულება მათემატიკა (დისკრეტული მათემატიკა, წრფივი ალგებრა, კრიპტოგრაფია):

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
     

მიმართულება მონაცემთა ბაზები (მონაცემთა ბაზები SQL, მონაცემთა ბაზები NOSQL, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება):

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.


მიმართულება კომპიუტერული ქსელები და უსაფრთხოება
(კომპიუტერული ქსელები, უკაბელო ქსელები, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი) :

  • პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია.


მიმართულება ოპერაციული სისტემები
(ერვერული ოპერაციული სისტემები, UNIX-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემები) :

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.


მიმართულება პროგრამირება
(Python, Django, C, C#, C++, Web პროგრამირება, თამაშების დეველოპმენტი, ხელოვნური ინტელექტი, მანქნაური სწავლება) :

  • პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია.


მიმართულება ინფორმაციული სისტემები
(ღრუბლოვანი სისტემები და სერვისები, ვირტუალური სისტემები, DevOps სისტემები) :

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.


მიმართულება ანალიტიკური წერა
 (ტექნოლოგიებზე აქცენტით) :

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;


მიმართულება ციფრული ხელოვნება
(3დ მოდელირება, 3დ გრაფიკა, კომპიუტერული გრაფიკა, UI UX დიზაინი) :

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია.


მიმართულება ტექნოლოგიები
კომპიუტერის არქიტექტურა, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, ციფრული ტრანსფორმაცია, ჩაშენებული სისტემები და რობოტიკსი:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.


მიმართულება მონაცემთა ანალიტიკა
მონაცემთა ანალიზი, დიდი მონაცემების დამუშავება, მანქანური სწავლება, NLP (ბუნებრივი ენების დამუშავება),  თამაშთა თეორია:

  • პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია.

მიმართულება ფიზიკა (საინფორმაციო ტექნოლოგიების ფიზიკა ) :

  • პროფესორი - 1 ვაკანსია;
     

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე  მოთხოვნილი (აკადემიური/ პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით: 

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
    საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ბოლო 7 წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებით 1 წელი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.


ასოცირებული
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ბოლო 7 წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებით 1 წელი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.


ასოცირებული
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით: 

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ბოლო 7 წლის განმავლობაში, შესაბამისი მიმართულებით 1 წელი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

  • შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების ცოდნა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
  • კონკურსანტის ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (კანდიდატმა აღნიშნული ცნობა უნდა წარმოადგინოს კონკურსის მეორე ეტაპზე);
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
  • ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად);
  • ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კონკურსის ეტაპები: 

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება).

კონკურსის პირობები: 

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEUს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
  • კონკურსში შერჩეულ პირებს სურვილის შემთხვევაში გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები: 

  • პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 30 სექტემბერი
  • აკადემიური თნამდებობების დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს: 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით
  • კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 15-16 ნოემბერი
  • კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 17-21 ნოემბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ)
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 22 ნოემბერი
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 24 ნოემბერი
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 25 ნოემბერი
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 28 ნოემბერი

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით)

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]

ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

აკადემიური კონკურსი - განცხადების ფორმასაკონკურსო ანკეტა

Message body empty