სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის სისტემის სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 16 სექტემბერი, 2022
ბოლო ვადა 30 სექტემბერი, 2022

შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
  • განაკვეთი:  პროექტული

ძირითადი მოვალეობები:

  • სეუ-ს ელექტრონული მართვის სისტემებში არსებული მონაცემების Microsoft Power BI პლატფორმაზე დაფუძნებული ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის სისტემის შემუშავება და განვითარება;
  • ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის სისტემის დანერგვისას სეუ-ს ინფორმაციული მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელების მხარდაჭერა;
  • მომხმარებელთათვის ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის სისტემის გამოყენების სწავლება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • Microsoft Power BI პლატფორმაზე დაფუძნებული ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის დანერგვისათვის სამუშაო გეგმის შემუშავება;
  • საჭიროებისა და არსებული მონაცემთა ანალიზი;
  • არსებული მონაცემთა ბაზებზე/გარე სერვისებთან ინტეგრაციის გზით Microsoft Power BI პლატფორმაზე დაფუძნებული  ვიზუალური ანგარიშგების შექმნა და კონფიგურაცია;
  • სეუ-ს ინფორმაციული მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელების ხელშეწყობა Microsoft Power BI პლატფორმაზე დაფუძნებული ვიზუალური ანგარიშგების ინტეგრაცია სეუ-ს ელექტრონული მართვის სისტემაში;
  • სეუ-ს ინფორმაციული მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელებთან ერთად ანალიზისა და ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) მართვის სისტემის ტესტირება და გაუმჯობესება;
  • შემუშავებული გადაწყვეტილებების მომხმარებლისთვის პრეზენტაცია, სწავლება და დანერგვის სტადიაში მხარდაჭერა.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მხარდაჭერა;


კომპეტენცია და უნარები:

Microsoft Power BI გამოყენების და ინტეგრაციის ცოდნა. მათ შორის:

  • MS Power პლატფორმის გამოყენებით მონაცემთა ანალიზი;
  • ვიზუალური ანგარიშგების (Dashboard) შემუშავება, ნავიგაციის და ინტერაქტიული მართვა;
  • სხვადასხვა მონაცემთა წყაროს გამოყენებით ცხრილების ინტეგრაცია და მართვა;
  • SQL-ის და Data Analysis Expressions (DAX) ენების ცოდნა. პლიუსი ჩაითვლება პროგრამული ენა R-ის ცოდნა;
  • პლიუსი ჩაითვლება Microsoft Power BI-ში კანდიდატის მონაწილეობით განხორციელებული პროექტების პორტფელიო;
  • პლიუსი ჩაითვლება სპეციალიზებული კურსების სერთიფიკატები (Microsoft Power BI, მონაცემთა ვიზუალიზაცია და სხვა).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty