სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

SEU - სოციალური მედია მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 27 სექტემბერი, 2022
ბოლო ვადა 06 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში

  • სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
  • ხანგრძლივობა: 3  თვე
  • სამუშაო საათები: სრული  სამუშაო გრაფიკი
  • ვაკანტური  ადგილების რაოდენობა:2
  • ანაზღაურება: 500 ლარი


ძირითადი
მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის ყველა სოციალური ქსელის გვერდის მართვა, კონტენტის მომზადება, რეკლამაზე გაშვება;
  • უნივერსიტეტის ყველა სოციალური ქსელის გვერდის მართვა;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად; 
  • უნივერსიტეტის სოცილური ქსელის გვერდების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ხედვის წარდგენა;
  • უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • უნივერსიტეტში ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და
  • კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში; 
  • უნივერსიტეტის სოციალური ქსელების მუშაობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
  • სფეროში ახალი ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება;
  • უნივერსიტეტის ღონისძიებების დაგეგმვის და განხოცრიელების პროცესში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ბაკალავრი (ბიზნესის ადმინისტრირება; მენეჯმენტი; ჟურნალისტიკა), ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი (B1);
  • მარკეტინგის პრინციპების ცოდნა - პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ;
  • გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

  • MS Office;
  • Microsoft Excel;

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;

უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

Message body empty