სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 ოქტომბერი, 2022
ბოლო ვადა 21 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურში.

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
  • ხანგრძლივობა: 3 თვე
  • განაკვეთი: ნახევარი
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

  • დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
  • შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება,  დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
  • გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება, გაგზავნა;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის და დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);
  • არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;
  • დოკუმენტაციის დაარქივებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენა ( სასურველია B1);
     

კომპეტენცია და უნარები: 

  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 21 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty