დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
26 იანვარი, 2023
ბოლო ვადა
07 თებერვალი, 2023
გამოცხადების თარიღი: 21.11.2022
ბოლო ვადა: 27.11.2022
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას მკვლევარ - ანალიტიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება;
- სეუ-ს სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, სასწავლო კურსებთან, საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი;
- პროგრამებისა და ფაკულტეტების შედარებითი ანალიზი;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის ანალიზი;
- აკადემიური/მოწვეული პერსონალის შეფასებების/თვითშეფასების მონაცემებისა და შედეგების შეჯამება და ანალიზი;
- ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შეფასებების დიზაინი და განხორციელება;
- პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელშეწყობა თვითშეფასების განხორციელებაში კომპეტენციის ფარგლებში;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზრის კვლევა;
- შრომის ბაზრისა და დამსაქმებლების მოთხოვნების ანალიზი;
- უნივერსიტეტის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული კვლევის ორგანიზება და განხორციელება, მონაცემთა ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- კომპიუტერული პროგრამები - (MS Office), სასურველია (Microsoft power bi);
- ენები - ინგლისური ენა (მინ. B2 დონე).
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
შერჩევის ეტაპები:
- CV - ების გადარჩევის ეტაპი;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 7 თებერვლის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.