სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ანაზღაურებადი სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 25 ნოემბერი, 2022
ბოლო ვადა 09 დეკემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
  • სამუშაო დრო: დღეში 6 საათი
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა;
  • სტუდენტებისთვის საერთაშორისო მობილობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაინტერესებულ   სტუდენტებთან კომუნიკაციის წარმოება, სააპლიკაციო პროცესში დახმარება;
  • სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარის მართვა;
  • საერთაშორისო სტუდენტებისთვის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო სტუდენტების სასწავლო პროცესში და გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
  • რუსული ენის მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

კომპეტენცია და უნარები:

  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ სამუშო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირების უნარი;
  • სწავლასა და თვითგანვითარებაზე ორინტირების უნარი;
     

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty