სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და Advanced Audit And Consulting Company AACC-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

28 მარტი, 2023

27 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა Advanced Audit And Consulting Company AACC-ს დირექტორთან, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მმართველი პარტნიორებთან.

შეხვედრის  მიმდინარეობისას განიხილეს დამსაქმებელთა როლი პროგრამების შემუშავება/განვითარების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში,  SEU-სა და Advanced Audit And Consulting Company AACC-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პერსონალის სამეცნიერო/კვლევით აქტივობებში მხარდაჭერასა და სასწავლო პრაქტიკის განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და პროგრამის ხელმძღვანელები.

Message body empty