SEU - ში, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის და ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან.
USAID მედია პროგრამის დაფინანსებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ SEU - ს სტუდენტებს.
აღსანიშნავია, რომ USAID პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებასა და მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობით და კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.
USAID მედია პროგრამის ფარგლებში, SEU-ში ასევე დაგეგმილია მეორე შეხვედრა - იმიტირებული სხდომის გამართვა: ეთიკის პრინციპების დარღვევის შესახებ შემოტანილი განცხადების რეალური განხილვა.