სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარესა და ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელებთან

17 მაისი, 2023

17 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარესა და ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე, TCA Airlines-ის დირექტორი, ტურისტული კომპანია პრომეთეა ვოიაჟის ხელმძღვანელი და სასტუმრო Golden Tulip-ის გენერალური დირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში,საქართველოს ტურიზმის ასოციაციაციასა და SEU-ს შორის გაფორმთა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის  გაიმართება  ინტერაქციული დიალოგი.

უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით, ვიცე-რექტრი აკადემიური მიმართულებით, ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, Discover Georgia_ს დამფუძნებელი-დირექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლები, აკადემიური/მოწვეული პერსონალი, სტუდენტები და კურდამთავრებულები.

Message body empty