სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მოდელები და ტექნოლოგიური გამოწვევები მომავალი ექიმებისათვის”

19 მაისი, 2023

18  მაისს, SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მოდელები და ტექნოლოგიური გამოწვევები მომავალი ექიმებისათვის”.

შეხვედრის სპიკერი იყო: ნატალია კალანდარიშვილი - ჩვენი ექსკლუზიური აფილირებული კლინიკის ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ხარისხისა და აკრედიტაციის დირექტორი.

თემა განკუთვნილია მომავალი ექიმებისათვის და მოიცავს სამედიცინო სერვისების მიწოდების დონეების, მოდელებისა და სერვისების სპეციფიკაციების, სამედიცინო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების მიმოხილვას, რაც დაეხმარებათ სტუდენტებს, როგორც მომავალ ექიმებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია სამედიცინო სერვისებთან და უახლეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან მიმართებაში და მოახდინონ სწორი ფოკუსირება სამომავლო პროფესიის შერჩევის პროცესში.

Message body empty