სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისათვის.

19 მაისი, 2023

19 მაისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისათვის.

აღნიშნული გამოკითხვა სტუდენტებთან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სტუდენტთა საჭიროებების დადგენა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და მიწოდებული სერვისების ხარისხის შეფასება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ვიცე-რექტორები, ფაკულტეტის დეკანი და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ანა ბორაშვილმა და მარიამ ვაშაკიძემ, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს ანალიზის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და კარგი პრაქტიკები. შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

Message body empty