სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში დასაქმების ფორუმი გაიმართა

23 მაისი, 2023

22 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.

ფორუმის ფარგლებში, SEU - ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენელს და გასცნობოდნენ მათთვის სასურველ რეალურ ვაკანსიასა თუ სტაჟირებას.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმი ჩატარდა SEU - ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, რომელიც ზრუნავს სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერულ განვითარებაზე და მათ აქტიურად სთავაზობს მიზნობრივ: ტრენინგებს, ვორქშოფებს, დასაქმების ფორუმებს და სხვა.

Message body empty