სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ - ს პრეზენტაცია გაიმართა

31 მაისი, 2023

30 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა წიგნის - „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით.

ნაშრომზე იმუშავეს პროფესორებმა - ანა ფირცხალაშვილმა, ეკატერინე ქარდავამ და პაატა ტურავამ.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია სოციალური სამართლის მნიშვნელობისა და გამოწვევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც წიგნის ავტორები, ისე ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სფეროს ექსპერტები.

„სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ არის პირველი მცდელობა, თანამედროვე სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემისა დამოუკიდებელ საქართველოში. იგი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სოციალური სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

აღნიშნული წიგნი მეგზურობას გაუწევს დაინტერესებულ  პირებს სოციალური სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლისას და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაში.

Message body empty